ექსპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“გლობალ ბიერ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისათვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ახალი ბაზრების ათვისება; 
  • წარდგენილი პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა; 
  • პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ; 
  • პარტნიორებთან კომერციული პირობების შეთანხმება; 
  • საექსპორტო ქვეყანაში პროდუქტის უსაფრთხოებასა და ექსპორტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და სტანდარტების შესწავლა; 
  • საერთაშორისო სავაჭრო გამოფენების მოძიება, მონაწილეობის მიღება და პროდუქციის წარდგენა; 
  • კომპანიისთვის სტრატეგიულად საინტერესო ახალი კონკურსების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პროდუქციის წარდგენა; 
  • დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით, უშუალო ხელმძღვანელისთვის, საქმიანობის ანგარიშების წარდგენა; 
  • სამომავლო გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ტენდენციების განსაზღვრა/პროგნოზების გაკეთება; 
  • შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (ვერბალური და წერითი უნარი); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • გაყიდვებისა და მარკეტინგული სტატეგიების ცოდნა; 
  • ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პროცესების მართვის უნარი;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 

 

გარანტიები: 

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. 
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. 

 

სამუშაო განაკვეთი: სრული  

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით 

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 

  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!  

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 

 

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.  

გისურვებთ წარმატებას! 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება