მაღაზიის მოლარე
ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან. 

კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას მაღაზიის მოლარის  პოზიციაზე, ქალაქ ზუგდიდში. 

სამუშაო ადგილი : ზუგდიდი.  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭვდვა; 
  • გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება; 
  • ზედნადებების, ინვოისის გამოწერა; 
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის) 
  • მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით) 
  • სალაროს წარმოება; 
  • მომხმარებლის უნაღდო ანგარიშწორება; 
  • შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა; 
  • დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა; 
  • მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად; 

 

საკვალიფიკაციო მოხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და/ან   რუსული ენების ცოდნა;  

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელური; 
  • გულისხმიერი; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2022  წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. 

გაყიდვები
ელექტრონიკა, ტექნიკა,
მოლარე