ავტომობილის მრეცხავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
19 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„სქროლისა“ და „ქარის“ გუნდი თბილისში აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.


ძირითადი მოთხოვნები:

  • მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია
  • ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (google map, apple map)
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ავტომობილების გარეცხვა (კერხერით);
  • ავტომობილების სალონის მოწესრიგება (სპეციალური სითხით/მტვერსასრუტით);
  • საჭიროების შემთხვევაში, ლოკაციის მიხედვით, გაქირავებაში მყოფი ავტომობილის მოწესრიგება;
  • ინვენტარის მოფრთხილება და ექსპლოატაციის ნორმების დაცვა;
  • გაწეული შრომის აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი აპლიკაციის გამოყენებით;
  • ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას
  • პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
  • ანაზღაურება: ფიქსირებული
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: vacancy@scroll.ecoგთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ავტომობილების მრეცხავი“

 

„სქროლისა“ და „ქარის“ გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ავტო-მოტო სერვისი
ავტოსამრეცხაო