ონლაინ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
29 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
  • კონტენტის დეპარტამენტთან ურთიერთქმედება, დასამატებელი პროდუექიის პრიორიტეტების განსაზღვრა;  
  • პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
  • პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა.
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული.

 

პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; 
  • სამუშაო ლოკაცია: სავაჭრო ცენტრ ისთ-ფოინთის ტერიტორია;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass.


თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: Ecommercehr@domino.com.ge
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
ფილიალების ქსელი