ქოლცენტრისა და კონტენტის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
29 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing. 

ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.  

"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს. 

 

ვიწვევთ სტაჟიორებს ქოლცენტრისა და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე!  

სამუშაო განაკვეთი: ორშ.-პარ., 10:00-19:00 

 

სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება: 

  •  შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები; 
  •  გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს; 
  •  ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში; 
  •  ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით კონსულტაცია გაუწიოს მომხმარებლებს. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  •  ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი; 
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  •  ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. 

 

პიროვნული თვისებები: 

  •  ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; 
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  •  გუნდური მუშაობის უნარი; 
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  •  გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. 

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 

  •  სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს 
  •  კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს 

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.   

გაყიდვები
გაყიდვების ქოლცენტრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი