ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
29 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მაქსიმუსი“-პირველი ლუდსახარში აჭარაში აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.  

სამუშაო ადგილი: ბათუმი  

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 -18:00) შაბათ-კვირა დასვენება.  

ანაზღაურება: 1000-1500  

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:  

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;  
  • მზარდი ბიზნესი;  
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;  
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;  
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;  
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;  

  

ძირითადი მოვალეობები:   

  • პერსონალის შერჩევა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების რეზიუმეების ძიება, სატელეფონო ინტერვიუების/პირველადი გასაუბრებების ჩატარება, საკადრო რეზერვის შექმნა;  
  • საკადრო აღრიცხვა და დოკუმენტების ბრუნვა;  
  • შრომის ბაზრის მონიტორინგი;  
  • ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაციური ღონისძიებების ჩატარება (სტაჟირება, გამოსაცდელი ვადის გავლა);  
  • არსებული სამოტივაციო პროგრამების ანალიზი და  მონაწილეობა მათ შემუშავებაში, ხელფასებისა და ბონუსების გაანგარიშების სისწორის შემოწმება;  
  • მონაწილეობის მიღება თანამდებობრივი ინსტრუქციების, დადგენილებების შემუშავებაში/ თანამდებობრივი ინსტრუქციების აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, შრომითი ხელშეკრულებების დადება და აღრიცხვა;  
  • წარმოებული შრომითი დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულება, გათავისუფლება/დანიშვნის ბრძანებები, მივლინება, ცნობა და ა.შ.) რეესტრების წარმოება და დროულად განახლება; 
  • კოლექტივში ხელსაყრელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის უზრუნველყოფა, კომპანიის განვითარებაში თანამშრომელთა მონაწილეობის ფორმების სტიმულირება და განვითარება;  
  • კორპორატიული კულტურის ახალი სტანდარტების დანერგვა;  
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა HR-პროექტებში: საკადრო რეზერვის ფორმირება, პერსონალის შიდა შეფასება, კორპორატიული ღონისძიებების განვითარება და ა.შ.  

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;  
  • რუსული ან  ინგლისური ენის  ცოდნა;  
  • საიტების ცოდნა, ვაკანსიების დაწერისა და განთავსების უნარი;  
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;   
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.   

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;   
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;   
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;   
  • დეტალებზე ორიენტირებული;   
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • პუნქტუალობა;  

   

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე:  hr@maximus.ge, აუცილებლად მიუთითწთ subject-ში „ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი“  

 

გისურვებთ წარმატებას! 

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი