მთავარი ბუღალტერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
19 სექ - 15 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 512 644

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც უხელმძღვანელებს კავკასიის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტოკომპლექსის ბუღალტერიის დეპარტამენტს.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გახდეთ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: კვირაში 40 საათი.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

სამუშაო ადგილი: .რუსთავი

 

მთავარი ბუღალტრის მოვალეობები:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
  • საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა (დაგეგმვა, განხორციელება და პროცესის მონიტორინგი);
  • პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
  • ბიუჯეტის მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშების მომზადება დირექტორისთვის და დამფუძნებლებისთვის. 

 

კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღლატერის პოზიციზე;
  • უმაღლესი განათლება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
  • უცხო ენების ცონდა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ბუღალტერი.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 591 512 644 ნათია.

გთხოვთ, რეზიუმეს გადმოგზავნისას მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინის ზღვარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:  https://www.autobazroba.com/https://autopapa.ge/ge/page/abouthttps://m.facebook.com/autopapa.ge/

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები
სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი
საზღვარგარეთ