ადამიანური რესურსების სპეციალისტი/ სამეგრელო-ზემო სვანეთი
ხობი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 322 24 38 38


შავი ზღვის ტერმინალი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

კომპანია: ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი
პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების სპეციალისტი
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.  

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას; 
  • ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი;
  • საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი;
  • სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა 
  • ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული  ენების (წერა და ზეპირი) ცოდნა;
  • აკადემიური წერის სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
  • პასუხისმგებლობა და  კარგი კომუნიკაცია;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირება და მუშაობა;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • გარემოსთან სწრაფი ადაპტირება.

 

ძირითადი  ფუნქციები:

  • საქართველოს შრომის კოდექსის, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობა და საქმიანობაში გამოყენება; 
  • ახალი კადრების შერჩევის პროცესების ორგანიზება. ახალი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაოს აღწერილობების, პირადი საქმეებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა და მართვა.
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება/განახლება და მართვა; 
  • თანამშრომელთა განვითარების პროგრამების მართვა;
  • თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესების მართვა; 
  • თანამშრომლებისთვის  საჭირო ტრენინგების  ორგანიზება;
  • პროვაიდერ ტრეინინგ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

 

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

  • ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე);
  • სამუშაო პერიოდი -  კვირის ყოველი დღე - დასვენების (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან    18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
  • უფასო  კვება; 
  • კორპორატიული სატელეფონო მომსახურეობა;
  • კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze1@gmail.com ; ტელ: +995 322 24 38 38

 

  • CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
  • დიპლომის ასლი; 
  • ტრეინინგების გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატების ასლები;


დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 10.10.2022

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი