მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200+ ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
19 სექ - 13 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599580875
მისამართი: ქ.თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN17

კომპანია „ელისი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 

 

კომპანია „ელისი“ არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. კომპანია დაარსდა 2009 წელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით. ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება მოლარეები და კონსულტანტები, როგორც გოგონები ასევე ბიჭები სრულ განაკვეთზე სამუშაოდ.

 

სამუშაო საათები: 09:00 დან 19:00 მდე

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN17. ასევე დიდი დიღომი მირიან მეფის ქუჩა, იმედის კლინიკის მიმდებარედ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

მოლარის პოზიციაზე:

  •  ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
  • თანხის კონტროლი

 

კონსულტანტის პოზიციაზე:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;


მოთხოვნები:

  • სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინარული.


ბენეფიტები:

  • თქვენზე მორგებული გარემო;
  • კარიერული წინსვლა;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:m.elisi@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 599580875

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე