მცხობელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995568104607
მისამართი: 5 Luarsab Sharashidze str

Bagelin ეძებს გუნდის ახალ წევრს! Ჩვენ ვართ ამერიკული სტილის ბეიგელებისა და სენდვიჩების კაფე, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული ლოკალური ინგრედიენტები.

Bagelin აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე სრული განაკვეთით. 

 

Სამუშაო მოიცავს: 

  • 07:00-16:00, 9 საათიან გრაფიკს, 5 დღე კვირაში.
  • Სამუშაო დღე მოიცავს ბეიგელების (ყოველდღიურად), ნამცხვრების, ტორტებისა და სხვა პროდუქციის მომზადებას, სამზარეულოს გასუფთავებას და დალაგებას. 
  • სწავლის შესაძლებლობა: Ჩვენ გასწავლით ჩვენთან არსებული პროდუქციის მომზადებას. Გარდა ამისა, კანდიდატს შეეძლება ექსპერიმენტების ჩატარება. Ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მენიუს განახლებასა და სეზონური ინგრედიენტების გამოყენება. Ასევე ვცდილლობთ გვქონდეს პროდუქციის ფართო არჩევანი - ვეგანური, უგლუტენო, შაქრის გარეშე და ა.შ. 
  • Ვფოკუსირდებით პროდუქციაზე ნარჩენის გარეშე. 
  • Სამუშაო შეიძლება და უნდა შეიცვალოს კანდიდატისთვის.


 

მოთხოვნები:

  • Გამოცდილება და ცხობის ელემენტარული პროცესების შესახებ წარმოდგენა. Განათლება სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დეტალებზე ორიენტირება.
  • Ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კანდიდატისთვისაც უნდა იყოს პრიორიტეტი.
  • Სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, თუმცა არ არის სავალდებულო.
  • Გუნდური მუშაობის უნარი, ყველას გვიწევს ერთად მუშაობა და გვინდა, რომ ეს დრო ხალისიანად გავატაროთ!
  • Არ ვართ ვეგანური საცხობი, თუმცა გვაქვს ბევრი ვეგანური პროდუქტი, ძალიან დიდი პლუსი იქნება ვეგანური რეცეპტების ცოდნა ან ინტერესი!*
  • Ცნობისმოყვარეობა - მოგვწონს, როცა ადამიანს აქვს ინტერესი რაღაცის მიმართ, ვისაც მუდმივი სწავლა უნდა და ახალი ექსპერიმენტები.


 

Ჩვენ გთავაზობთ:

  • Ანაზღაურება: 1000 ლარი
  • Ანაზღაურებადი შვებულება.
  • ავადმყოფობის გამო შვებულება ლიმიტის გარეშე.
  • Bagelin არის მეტი, ვიდრე ბეიგელების კაფე. 
  • Სწავლის შესაძლებლობა.
  • Კარგი და მშვიდი სამუშაო გარემო.

 

Გამოგვეხმაურეთ მეილზე: bagelin.ge@gmail.com. Მოგვიყევით თქვენს შესახებ! Რა არის თქვენი ყველაზე საყვარელი კერძი? Ან რისი მომზადება გიყვართ? Რა განიჭებთ სიამოვნებას, Როცა სამზარეულოში ხართ? Გამოგვიგზავნეთ სურათები, სიტყვები, ყველაფერი! Ასევე შეგიძლიათ

დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995568104607. Ტექსტთან ერთად CV-ის გამოგზავნა კარგი იქნება, თუმცა არასავალდებულო. Ვთვლით, რომ CV გვაწვდის კონკრეტულ, მაგრამ არასაკმარის ინფორმაციას კანდიდატის შესახებ. Დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია.

 

Bagelin დამსაქმებელია, რომელიც ორიენტირდება თანასწორობაზე. Ჩვენთან არ აქვს ადგილი რასის, კანის ფერის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეროვნებისა ან ასაკის დისკრიმინაციას.

Მნიშნელოვანი ინფორმაცია: ჩვენი პარტნიორი აწარმოებს ხორცის პროდუქტებს, როგორებიცაა სალამი, ფიოკკო და ა. Შ. Ყველაფერი მომზადებულია ადგილზე. Რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შენობაში არის კუთხე განკუთვნილი ხორცის დამუშავებისთვის. Რაც Ყველასთვის შეიძლება არ იყოს კომფორტული გარემო, ამიტომ გაითვალისწინეთ, სანამ დაგვიკავშშირდებით!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მცხობელი