ექსპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
22 სექ - 16 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

 

  • „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  შვილობილი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.


მდებარეობა:თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

   ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები :

 

  • ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
  • შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
  • ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის  მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
  • შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
  • თვიური და წლიური გეგმის შედგენა და მონიტორინგი;
  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.


პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექსპორტის მენეჯერი“.


კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება