ღვინის მაღაზიების ბრენდის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
21 სექ - 16 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და  ,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას  ღვინის მაღაზიების ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე;

 

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის ანალიზის ჩატარება;
  • სამომხმარებლო ბაზრის სამიზნე სეგმენტების იდენტიფიცირება პროდუქტის პოპულარიზაციის გეგმების შესაქმნელად.;
  • პროდუქტის პოზიციის ანალიზი ბაზარზე;
  • კონკურენტების ბაზრის კვლევა;
  • მუდმივი სიახლეების, ტრენდებისა და ახალი მიდგომების კუთხით განვითარება/ჩართულობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • ღვინის წარმოების ინდუსტრიის ინტერესი/ღვინის ცოდნა;
  • 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;
  • ბრენდის მრავალარხიანი პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2022 წლის 16 ოქტომბერი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ღვინის მაღაზიების ბრენდის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

,,KTW ჯგუფი“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ წინა სახელშეკრულებო პერიოდში ,,KTW ჯგუფის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი