სისტემების და ქსელების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
16 სექ - 16 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო კომპანია EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში. 

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე. 

კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას სისტემების და ქსელების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო 

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი  

განათლება: უმაღლესი განათლება 

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული 
  

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის მიერ წარმოებული სისტემების და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია. 
  • კომპანიის მიერ წარმოებულ სისტემებთან და მათ მაკომპლექტებელ ნაწილებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციის მოგროვება, გადამოწმება და რეესტრის წარმოება. 
  • კომპანიის მიერ წარმოებული სისტემების და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება, თავის კომპეტენციის და კვალიფიკაციის ფარგლებში. 
  • დანერგილი სისტემების ქსელური და ვიზუალური ნახაზების მომზადება, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი. 

 

მოთხოვნები:  

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება. 
  • VMware, Firewall, VPN ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN). 
  • ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • კომპიუტერული ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა. 
  • 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი). 
  • აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული ენაც). 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა. 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • ლოგიკური აზროვნების უნარი. 
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი. 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. 

  

ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი 
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო. 
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00. 
  • უქმე დღე: შაბათი/კვირა. 

  

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე:  career.georgia@egt-bg.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სისტემების და ქსელების უმცროსი სპეციალისტი“ 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი,
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
Girteka Logistics
თბილისი
Girteka Logistics