დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
21 სექ - 16 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელის“ ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com "ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
  • საწარმოებიდან შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • გაყიდვების სრული ციკლის  მონიტორინგი, საბოლოო ანგარიშსწორებამდე;

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

 

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის 32.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება და მდებარეობა. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

გისურვებთ წარმატებას!
 

გაყიდვები
დისტრიბუცია