ავტონაწილების გაყიდვების კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
26 სექ - 16 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.

ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.

"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

 

Myparts.ge-ს გუნდში ვეძებთ ავტონაწილების გაყიდვების კოორდინატორს!

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე) + 4 day off წელიწადში

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  Მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთის სისტემაში მიღება და დამუშავება;
  •  Მიღებულ შეკვეთაზე დაყრდნობით, შესაბამისი ავტონაწილის მოძიებისთვის კვლევის წარმოება, არსებული ან ახალ პარტნიორებთან;
  •  Მომხმარებლთან კომუნიკაცია, რელევანტური ავტონაწილის შეთავაზება და დეტალების გაცნობა ნივთის მდგომარეობის/შეძენის პირობების შესახებ;
  •  Ნივთის მომხმარებილისთვის მისაწოდებლად, ლოჯისტიკის გუნდთან კომუნიკაცია;
  •  Მომხმარებელთან ან მომწოდებელთან პრობლემური შემთხვევების მოგვარება;
  •  გუნდის წევრებთან და პარტნიორებთან (ფიზიკური/იურიდიული პირები) მუდმივი კომუნიკაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  სასურველია ავტონაწილების ცოდნა/ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;

 

უნარები:

  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ინიციატივიანი;
  •  პრობლემებზე სწრაფად რეაგირების და მათი გადაჭრიდ გზების დასახვის უნარი;
  •  გუნდურად მუშაობის უნარი;

 

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი