HR სტაჟიორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 250 - 250
16 სექ - 28 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი აცხადებს სტაჟირებას HR მიმართულებით

თუ ფიქრობ, რომ HR შენი მომავალი პროფესიაა და გსურს მიიღო გამოცდილება ამ სფეროში, მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა: დაიწყე სტაჟირება „2 ნაბიჯის“ HR გუნდში

 

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

 

რას გთავაზობთ:

  •  ცოდნის გაზიარებას
  •  პრაქტიკული გამოცდილების მიღებას
  •  დინამიკურ სამუშაო გარემოს
  •  მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
  •  მოქნილ სამუშაო გრაფიკს

 

იდეალურ კანდიდატს სასურველია:

  • იყოს სოცილაური მეცნიერებების / ბიზნესის მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  •  იცოდეს საოფისე პროგრამები სამომხმარებლო დონეზე (MS Excel, Word);
  •  იყოს კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტრიებული.

 

 სამუშაო ადგილი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41

 ანაზღაურება: 250 ლარი

 

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "HR სტაჟიორი".

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 2022 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
მსგავსი განცხადებები
საზღვარგარეთ