მორიგე ენერგეტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაA
26 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 07 73 73

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ენერგეტიკოსის პოზოციაზე ქ. თბილისში

 

სამუშაო აღწერილობა:

  •  სათაო ოფისში დაზიანებული ელ.გაყვანილობების, როზეტების, ნათურების შეცვლა;
  •  სათაო ოფისში გენერატორების ავტომატურად არ გაშვების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება, შესაბამის სამსახურთან დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება;
  •  სათაო ოფისის IT სასერვეროში, soft switch-ში, LTE სადგურში ელ.მოწყობილობების ყოველდღიური შემოწმება და მეთვალყურეობა. ავარიის შემთხვევაში სწრაფი და სწორი ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამსახურთან.
  •  სათაო ოფისის ელ.მოწყობილობების, სარეზერვო კვებების, AVR-ების (ავტომატური გადამრთველების) მდგომარეობის გადაცემა მის შემცვლელ მორიგე ენერგეტიკოსთან;
  •  საჭიროების შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირის მოთხოვნის შესაბამისად არასამუშაო საათებში სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაო პროცესის შესრულება.
  •  საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება

 

 დამატებითი ვალდებულებები/ინფორმაცია :

  •  უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ავტომანქანის მართვის ვალდებულება;
  • კომპანიის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილების/მოვლის ვალდებულება(პირადად უზრუნველყოფს ავტომანქანის გარეგან თუ შიდასალონის სისუფთავეს);
  •  ტრანსპორტის მოძრაობის მარშუტის და დროის ასახვა საგზურის ფურცელზე, ტრანსპორტის კოორდინატორისთვის გადაცემა.
  •  სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის ან/და დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ვალდებულება;
  •  საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, სადაზღვეო კომპანიის შეტყობინება და შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება;
  •  პარკირების და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის საფასურის, ავტოსაგაზაო გადაცდომის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმების კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის უზრუნველყოფა და გადახდილი საჯარიმო ქვითრის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

 

 შეზღუდვები :

  • ეკრძალება პირადი ხელმძღვანელის გარეშე სხვა თანამშრომლის მითითებების შესრულება;
  •  ეკრძალება სხვა თანამშრომლის კომპეტენციებში ჩარევა.;
  •  ეკრძალება პირადი მოსაზრებით სამუშაოების წარმოება, გარდა კანონით დადგენილი ფორს–მაჟორული სიტუაციებისა;
  • ეკრძალება შესაბამისი განაწესის გარეშე არა სამუშაო საათებში სამსახურის ტერიტორიაზე ყოფნა;
  •  ეკრძალება სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვება;
  •  ეკრძალება სამსახურეობრივი ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენება;
  •  ეკრძალება კომპანიის კუთვნილი მატერიალური ფასეულობის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.

 

 კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები :

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა/ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა/კოლეგიალობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;

 

მორიგე ენერგეტიკმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქცია. მოცემული მოთხოვნების უგულებელყოფა და მათგან გადახვევა განიხილება სამუშაო დისციპლინის დარღვევად და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ზომების გამოყენებას კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2022 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

 ან დაგვიკავშრდით ნომერზე : +995 577 07 73 73 

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)