გრაფიკული დიზაინერი/ნახევარი განაკვეთი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 1500 - 2000
  • 1 - 2 წლამდე
16 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პირველი ქართული ვისკი  “JIMSHER”  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ნახევარი განაკვეთით.  
 
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? 

“JIMSHER” პირველი ქართული ვისკი სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტია. პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს მისი შექმნის ისტორა, რომელიც უკავშირდება ღვინის უძველეს ქართულ კულტურას. 

მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანაში შეიქმნა პირველი ქართული ვისკი,  რომელიც აერთიანებს როგორც ძველ ტრადიციებს ასევე ხორცს ასხამს სრულიად ახალ პროდუქტს - ვისკის ქართული ხასიათით. 
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს მიმდებარედ 
 

თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები: 

  •  საიმიჯო დიზაინის შექმნა სხვადასხვა პროექტისთვის 
  •  ვიზუალური კომუნიკაციის მასალის სოციალური ქსელისთვის მომზადება. 
  •  ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება ციფრული არხებისთვის. 
  •  ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის შექმნა და დაკორექტირება. 
  •  ახალი ეტიკეტებისა და შეფუთვების შექმნა 
  •  არსებულის ეტიკეტების განახლება , კორექტირებების შეტანა;  
  •  ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება 
  •  სარეკლამო მასალების გრაფიკული გაფორმება (ბანერი, ბუკლეტი და ა.შ) 
  •  მინიმალური ბრენდ ბუქის, ლოგოს შექმნა.  
  •  კვირაში ერთხელ ან ორჯერ  კადრის ოფისში მოსვლა. 

 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe: Photoshop, Illustrator 
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომიჯნავე სფეროში;  
  • Adobe premiere ან After effects-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
     

 

ანაზღაურება 1500-2000 ლარი კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.  

 

თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს მაშინ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენებზე ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (გრაფიკული დიზაინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.  

p.s თქვენს რეზიუმესთან ერთად აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი პორტფოლიო.  

 

ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი