სწავლება რისკების აკადემიაში
თბილისი
16 სექ - დღეს
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

თიბისი ბანკი აცხადებს სწავლებას დაფინანსებით რისკების აკადემიაში

აქ.ახლა თიბისის რისკების აკადემია იწყება

შენ გაქვს შესაძლებლობა შემოუერთდე თიბისის რისკების აკადემიას, გაიღრმავო ანალიტიკური უნარები და ცოდნა რისკების მიმართულებით. რისკების აკადემია ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად შერჩეული სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები.

 

რას დაფარავს პროგრამა?

  • Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი
  • მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
  • მონაცემთა მეცნიერება (სტატისტიკა და რეგრესიები)
  • შეხვედრები განყოფილების უფროსებთან

 

ვის ვეძებთ?

თუ შენ:

  • ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • სწავლობ ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
  • გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
  • გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
  • გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია - რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია თიბისი აკადემიის ვებ-გვერდზე:https://www.tbcacademy.ge

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები