ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული
16 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge ეძებს გუნდის ახალ წევრებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მონდომებულები და მოტივირებულები იქნებიან, აკეთონ მოსწავლეებისა და ოჯახებისთვის სასიკეთო და საგანმანათლებლო საქმე. 

 

სამუშაოს განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  •  მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის მართვა (გამავალი ზარების განხორციელება, შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება,)
  •  მომხმარებლისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა 
  •  პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება
  •  გამართული წერის და მეტყველების უნარი 
  •  სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება 
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა 
  •  რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  •  კომუნიკაბელურობა 
  •  ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა
  •  დასახული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი 

 

პოზიცია გულისხმობს გუნდურად მუშაობას, საერთო მიზნებით და დამოუკიდებელი ამოცანებითა და გეგმით.  

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2022  წელი. ადრეულ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@izrune.ge

გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 

გისურვებთ წარმატებებს!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი