რეგიონალური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 4300 - 4300
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
26 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს!

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე , რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

 

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
  • გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გუნდის განვითარებისა და პროცესების ჩამოყალიბებაში ჩართულობა.

 

მოთხოვნები:

  • საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა 
  • საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)

 

რას გთავაზობთ:

  • საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4300 ლარს 
  • თვეში 2-ჯერ გადახდის შესაძლებლობა
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)
  • შიდა სასწავლო სისტემა

 

სამუშაო განრიგი:

  • 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. შესაძლებელია მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

 

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე:  https://forms.gle/zfrnm6DUDLZSrysTA 

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
კლიენტების მომსახურების მენეჯერი