სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
დღეს - 16 ოქტ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

 "ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს!

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

 

კომპანია Blue Waters აცხადებს ვაკანსიას  სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაოს აღწერა:

  • შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
  • მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხამერებლთა კვალიფიცირება
  • ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
  • CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
  • მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
  • გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;

 

მოთხოვნები:

  •  საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

 

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი (+საბონუსე სისტემა)
  • თვეში 2-ჯერ გადახდის შესაძლებლობა
  •  კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  •  შიდა სასწავლო სისტემა

 

სამუშაო განრიგი:

  • 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. შესაძლებელია მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

 

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე:  https://forms.gle/nCzxnChZeGGAHR6f9

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
გაყიდვების ქოლცენტრი