მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
16 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ნოსტე აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

 ჩვენთან დაგხვდებათ:

  •  კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  •  კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და ბიუჯეტირება;
  •  მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი და რეპორტინგი;
  •  საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდის/პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა;
  •  კამპანიებისა თუ აქციებისთვის, მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
  •  მარკეტინგული და გაყიდვების საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  •  მედიასთან ურთიერთობა და შესაბამისი მასალითა თუ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  •  ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქციების ორგანიზება;
  •  მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
  •  მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
  •  კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა შესაბამის გუნდთან ერთად;
  •  კომპანიის ციფრული არხების კონტენტის შინაარსის და პიარკალენდრის შედგენა-განხორციელება, შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
  •  ვებგვერდის სტრუქტურული და შინაარსობრივი ნაწილის მართვა, ვებდეველოპერებთან ურთიერთობა;
  •  ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  •  CSR აქტივობები;
  •  მარკეტინგული დოკუმენტაციისა და ყოველთვიური რეპორტების მომზადება (ხარჯების კონტროლი, კომუნიკაციის აღრიცხვა);
  •  უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

 

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მსგავსს სფეროში;;
  •  მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური ენის ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი
  •  პრეზენტაბელურობა;
  •  კრეატიულობა

 

სამუშაო გრაფიკი:

 ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;

 ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ცინცაძის 12 (AxisTower);

 

ხელფასის ოდენობის განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@gpp.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის მენეჯერი). გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი