წარმოების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2700 - 3000
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • რუსული
16 სექ - 15 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ჯიანელი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

სამუშაო განაკვეთი:  სრული 

სამუშაო ადგილი:  თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • წარმოების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა და სწორად წარმართვა; 
  • ბეტონის, არმატურისა და შედუღების საწარმოო პროცესების მართვა, კონტროლი და მუდმივი ოპტიმიზაცია; 
  • პროდუქტის დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით  შესრულების ვადებისა და წარმოების კონტროლი; 
  • მანქანა-დანადგარებისა თუ მოწყობილობების გამართულად მუშაობის მონიტორინგი; 
  • წარმოების მიმდინარე პროცესების  შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; 
  • ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობა; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, გრაფიკის შედგენა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; 
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი მსგავს პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მეტალის კონსტრუქციებთან და ბეტონთან); 
  • აუცილებელია რუსული ენის გამართულად ცოდნა( ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად); 
  • ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; 
  • აუცილებელია MS Office, AutoCad, SolidWorks-ის სრულყოფილად ცოდნა; 
  • ხელფასი: 2700 – 3000 ლარი  (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე). 

 

უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • შედეგებზე ორიენტირებული; 
  • ინიციატიურობა; 
  • ლიდერული თვისებები; 
  • პუნქტუალურობა; 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2022 წლის  19 სექტემბრამდე . 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ჯიანელი" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ჯიანელის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა