მათემატიკის მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
20 სექ - 15 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლოგიკმეტრი ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით  ასწავლის მათემატიკას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში. 

ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. როგორც მათემატიკის მასწავლებელს, მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა თეორიულ და გამოყენებით უნარებს. ასევე, პასუხისმგებელი იქნებით საშინაო დავალების გაცემაზე, დავალებებისა და აქტივობების შეფასებაზე და სტუდენტების პროგრესის დოკუმენტირებაზე. 
 
დამატებითი ინფორმაცია: center.logicmeter.com 

Facebook: facebook.com/logicmeter 
 
მთავარი პირობები:  

განაკვეთი: არასრული  

სამუშაო დღეები: შეთანხმებით (ცვალებადი) 

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის, გრაფიკისა და პერიოდის გათვალისწინებით) 
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხო ენების, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით; 
  • მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

 

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კეთილგანწყობა, პოზიტიურობა, გაწონასწორებულობა; 
  • კრეატიულობა; 
  • გუნდურობა და ჯგუფის მართვა;   
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; 
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია მაღალ დონეზე  
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • საუკეთესო სასწავლო პრაქტიკებისადმი ინტერესი, დანერგვის სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა 
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office) 
  • დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.  

 

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ინგლისურის პედაგოგი) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება.  

 

მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი