ოფის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
20 სექ - 15 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,ალიანს ჯგუფის“ გაყიდვების გუნდი შეგიქმნით საინტერესო სამუშაო გარემოს ,,ოფის მენეჯერის“ პოზიციაზე, გაგიღრმავებთ ცოდნას როგორ ხდება სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე პროექტებზე მუშაობა და მოგცემთ  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 

ოფისის მენეჯერის საქმიანობაში უდიდეს როლს თამაშობს ისეთი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, თვითდისციპლინა, სტრესულ გარემოში ობიექტურობის შენარჩუნება და ემოციების თვითკონტროლი, გამბედაობა, ინიციატივიანობა, სამართლიანობა და სხვ.  

თუ თვლი, რომ ყველა ზემოაღნიშნული თვისება სახასიათოა შენთვის, საკომუნიკაციო დონეზე ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს და მუშაობ  საოფისე პროგრამებში, როგორიცაა MS Office და Ms Office Excel-s, გაგვეცანი! 

 

ოფის მენეჯერის მოვალეობები კი ასე გამოიყურება: 

  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება; 
  • შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა; 
  • საოფისე მარაგების მართვა; 
  • კორესპონდენციის ორგანიზება; 
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეტანა; 
  • დოკუმენტების დაარქივება;  
  • სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მზარდ ანაზღაურებას   
  • შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო განრიგს 

 

დამატებითი სარგებელი: 

  • პრემია 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • კორპორაციული ნომერი 

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; 
  • გასაუბრება. 

 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე l.gochashvili@alliancegroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: “ოფის მენეჯერი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.  

გისურვებთ წარმატებას! 

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი