ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
15 სექ - 15 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 200  ფილიალით.
  „სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. „სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს „ციფრული მარკეტინგის მენეჯერის “ ვაკანსიას

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული  (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის ციფრული მარკეტინგის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • ინტერნეტ მაღაზიის მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, მიზნობრივი აუდიტორიის ქცევის ანალიზი;
  • ინტერნეტ მაღაზიის სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა, ციფრული არხების საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა;
  • ციფრული არხების საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სტატისტიკური ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
  • გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მართვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მედია მარკეტინგის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე;
  • Facebook Pixel, Smartlook, Google Analytics, google ads, Facebook Ads Manager, Facebook Business Manager-ის Admixer-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SEO ოპტიმიზაციისთან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა CMS (content management system)-ებთან მუშაობის გამოცდილება;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge  გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“ 
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები