დიასახლისი/ბარისტა-მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
16 სექ - 15 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Megobar აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის და ბარისტა-მოლარის  პოზიციაზე.

 

"მეგობარი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას Food Shop-ის კატეგორიის ქვეშ.  

 

დიასახლისი 

დავალებებს იღებს: ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერისგან 

სამუშაო გრაფიკი - ხელმძღვანელის მიერ დადგენილი (კვირაში 40 საათი) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ყოველღიურად ობიექტის დალაგება, დასუფთავება; 
  • მაგიდების გადაწმენდა და ობიექტზე სისუფთავის შენარჩუნება; 
  • ნაგვის ურნების დაცლა/მოწესრიგება/გადაყრა; 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; 
  • პასუხისმგებლობის უნარი 

 

 

ბარისტა-მოლარე 

დავალებებს იღებს: ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერისგან 

სამუშაო გრაფიკი - ხელმძღვანელის მიერ დადგენილი (კვირაში 40 საათი) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის ზედმიწევნით კარგად შესწავლა; 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; 
  • სექციებში პროდუქციის განლაგების წესის დაცვით შევსება; 
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება; 
  • ონლაინ შეკვეთების მომზადება; 
  • ანგარიშსწორების დროს ოპერაციების განხორციელება სალაროს აპარატზე არსებული სტანდარტის შესაბამისად ; 
  • სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება და კონტროლი; 
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი ; 
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა; 
  • სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გამართული მეტყველება; 
  • პასუხისმგებლობის უნარი; 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 

 
 
ანგარიშგების  კრიტერიუმები: 

ზეპირსიტყვიერი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (თუ უშუალო  ხელმძღვანელისაგან სხვა მითითება არ იქნება გაცემული) 

 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@megobari.co.uk (სათაურში აუცილებლად ჩაუწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება) 

 

ადმინისტრაცია
დიასახლისი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარისტა,
მოლარე
მსგავსი განცხადებები