გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
15 სექ - 14 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს მარუსია (საქართველო) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  გაყიდვების ოპერატორი

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ: სს მარუსია (საქართველო) წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. სს “მარუსია (საქართველო)“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა
  •  პროგრამაში შეკვეთების დასრულება (დაინვოისება)
  •  ყოველდღიური/ყოველთვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება
  •  დასრულებული ზედნადებების დაარქივება
  •  კომპანიის ინვენტარის ქსელში გადაადგილებისას, ზედნადების გამოწერა
  •  სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი ფუნქციების შესრულება;

 

მოთხოვნები კვალიფიკაცია და უნარები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 1-2 წელი)
  •  MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
  •  ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2022 წლის 13 ოქტომბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

სს მარუსია (საქართველო) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ

ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი