სატვირთო ავტომობილის მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1300 - 1500
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაC
20 სექ - 15 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995599489223

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.  

 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე. 

ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი; 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი;  

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (1300-1500 ლარი);  

 

რისი გაკეთება მოგიწევთ: 

  • კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით; 
  • კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე; 
  • პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანა სავაჭრო ობიექტზე; 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; 

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა: 

  • მართვის მოწმობა  C  კატეგორია აუცილებელია  
  • სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას 
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს 
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ: 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სატვირთო ავტომობილის მძღოლი”) 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599 48 92 23 

ან მობრძანდით მისამართზე:  ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი. 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 

შერჩევის ეტაპები: 

  • შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან 
  • ტესტ დრაივი 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/ 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სატვირთო მანქანის მძღოლი
მსგავსი განცხადებები
საზღვარგარეთ, თბილისი, სხვა
თბილისი, ბათუმი, თელავი, ქუთაისი, სხვა