ტექნიკოსი/კომუნალური სისტემების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1540 - 1540
  • 2 - 3 წლამდე
15 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI), ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) და მორტონის არბორეტუმის წევრი.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

 

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი და კომუნალური სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
                                  ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
                                  შესვენება 13:00-14:00

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1540 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)

დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა

  •  წყალგაყვანილობის, ელექტრო კომუნიკაციების, სანიტარული წერტილებისა და სამეურეო დანიშნულების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა და მიმდინარე პროექტებისთვის მცირე ტექნიკური დოკუმენტაციის (სქემების, ნახაზების, ქსელების) შემუშავების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

 

შერჩევის მეთიოდები:

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 13.10.2022

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

 

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)