მერჩენდაიზერი ბათუმში
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
20 სექ - 01 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „აიკონი“, სავაჭრო ქსელის აუდიტის განსახორციელებლად, აცხადებს ვაკანსიას „მერჩენდაიზერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში

 

მოთხოვნები:

  •  კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  •  დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
  •  სხარტი აზროვნება, ინტუიცია;
  •  ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი, მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  •  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  მობილური სისტემების, აპების და სხვა სოფტის გამოყენების უნარები;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  ენები: ქართული - თავისუფლად

 

მოვალეობები:

  •  სავაჭრო ობიექტებში, დღიური ვიზიტების განხორციელება გაწერილ მარშრუტებზე;
  •  სავაჭრო ობიექტებში, პასუხისმგებელ პირებთან, კომპანიის პროექტების პრეზენტირება;
  •  სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის განხორციელება;
  •  ადმინისტრირება ელექტრონულად ან/და ქაღალდზე;
  •  შემაჯამებელი რეპორტების წარმოება და კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან;

 

პირობები:

  •  ერთწლიანი კონტრაქტი;
  • სამუშაო საათები ( 9:00-18:00 ), 5 სამუშაო დღე კვირაში;
  •  საქალაქო სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება;
  •  ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
  •  გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ხელფასი 700 ლარი;
  •  ბონუსი;

 

გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.

 

კონკურსში გამარჯვებულთან დაიდება სამუშაო ხელშეკრულება, რის შემდეგაც იგი საქმიანობის შესასწავლად გაივლის სპეციალურ მომზადებას.

 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფერადი ფოტოსურათი მისამართზე:  iconofficetbilisi@gmail.com 

 რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!

 წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის ქალაქი!

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს შპს „აიკონის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „აიკონს“  გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით შპს „აიკონი“ არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, შპს „აიკონი“ არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

შპს „აიკონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი