ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
20 სექ - 15 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს. ასევე, ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“-ი წარმოდგენილია კვების ობიექტებით: ქართული რესტორანი „ტაბლა“,  იტალიური პიცერია და სტეიკჰაუსი „პომოდორისიმო“ და "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით.  

 

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან სხვა მონათესავე მიმართულებით);
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგები;
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით excel-ის ცოდნა;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პერსონალთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის სრულყოფილად ადმინისტრირება;
  • ახალი თანამშრომლის დანიშვნის პროცესის წარმართვა კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის ასახვა excel-ის ბაზებსა და კომპანიაში არსებული პროგრამის HR მოდულში;
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულების და სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა, მოწესრიგება და განახლება საჭიროებისამებრ;
  • შვებულებების ადმინისტრირება და სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • საბიულეტენო და სადეკრეტო პროცედურების განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება და საჭიროების შემთხევაში სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • პერსონალთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავების ინიცირება სამუშაო პროცესის გამარტივების მიზნით;
  • სახელფასო და სხვა ტიპის ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ელექტრონული ფოსტის და ზეპირი კომუნიკაციის საშუალებით;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება დირექტორის მოთხოვნისამებრ;
  • უშუალო ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება იმ პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებაც არ შედის მის კომპეტენციაში;
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და  დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • ინოვაციური იდეების რეალიზების შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრტორი. 

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი