მომსახურების ცენტრის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
15 სექ - 15 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ხელმძღვანელის პოზიციაზე ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის თანამშრომლებს შორის დავალებებისა და შემოსული კორესპონდენციის განაწილება, აგრეთვე მათ  დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ცენტრის მოქმედების არეალში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის და მასთან დაკავშირებული დამხმარე ობიექტების (გაზგამანაწილებელი პუნქტები, აღრიცხვისა და რედუცირების კვანძები და სხვა) მართვა;
  • საცალო მომხმარებლების მფლობელობაში არსებული გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების/ხელსაწყოების გეგმური შემოწმების გრაფიკის შემუშავება, მისი ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • მომხმარებელთა/მოქალაქეთა მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გეგმურად და არაგეგმურად გათიშული შენობების შიგნით გაზის დადგენილი წესით, უსაფრთხო გაშვების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ცენტრის მიერ მიღებული მასალების გაცემა/გახარჯვის,  ასევე დასაწყობებული ნაკლის მქონე (დეფექტური) ბუნებრივი გაზის მრიცხველების და სხვა ტექნიკური მასალების აღრიცხვის  უზრუნველყოფა;
  • ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებასა და მომხმარებელთათავის დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით გაზის ოპტიმალური წნევით მიწოდებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების ჯეროვნად შესრულება და სისტემატური ზედამხედველობა თანამშრომელთა მიერ მათ დაცვაზე;
  • ცენტრის ტექნიკოსებზე და უფროს ტექნიკოსებზე გაწერილი ლუქებისა და აქტების მოვლა-პატრონობისა და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ყოველდღიური და ყოველთვიური აღრიცხვა და ანალიზი;
  • მომსახურებისცენტრის უფროსი ტექნიკოსების ანგარიშების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ფუნქციების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

 

უნარ-ჩვევები:

  • საქმისადმი ერთგულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • თანამშრომლებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამები


კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩვენ  გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო რეჟიმი:  09:00 -18:00 სთ;
ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge  და ელ. ფოსტის "subject" ველში  აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2022 წლის 15 ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში  - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/   ან ჩვენი ვებ-გვერდით -  https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)