რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
15 სექ - 10 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვაკე, აბულაძის ქუჩა N7

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
  • პაციენტის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
  • დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო  წერილის  მონაცემთა  ბაზაში  შეტანა/გადამოწმება  და  სამედიცინო  ისტორიის  გახსნა;
  • სადაზღვევო კომპანიიდან  წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის  არქონის  შემთხვევაში ინფორმაციის  გადამოწმება, საჭირო  დოკუმენტაციის  მომზადება და გაფორმება პირობების  შესაბამისად;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები შესრულება უშუალო უფროსისა და სამედიცინო ცენრის მენეჯერის დავალების შესაბამისად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველება/გადმოცემის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: კვირის დღეებში 09:00 დან 18:00 მდე.

შაბათს 09:00 დან 15:00 მდე

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვ, გამოგვიგზავნოთ cv ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dtmcvacancy@gmail.com სათაურის ველში მოუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032 2 913 119

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო
რეგისტრატურა