ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 800+ ბონუსი
15 სექ - 30 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 555164459

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. 
 
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/ 
 
"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს  ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის  ვაკანტურ პოზიციაზე,  
 
სამუშაო ადგილი: თბილისი: ( დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია;  თამარ მეფის გამზ.) 

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) 

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი  (ცვლებში) 

ანაზღაურება :  700 ლარი-800 ლარი.  + ბონუსი 

კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა , ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა . 

ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა . 

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს , განვითარების შესაძლებლობას. 

 

მოვალეობები: 

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი); 
  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; 
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; 
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; 
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით; 
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; 
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

 
უნარები: 

  • მართვის და ორგანიზების უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა. 

   

ფიქსირებული ანაზღაურება . კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა მოქმედებს საბონუსე სისტემა. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: natiatordinava1@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ  ტელ: +995 555164459   და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება. 
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი