დისტრიბუტორი/პრისეილერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
30 სექ - 15 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ. 

შპს „ორიენტი“  აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის/პრისეილერის  პოზიციაზე ბათუმში. 

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; 
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; 
  • კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას; 
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს; 
  • ანაზღაურებად შვებულებას 

 

მოთხოვნები: 

  • სასურველია (მაგრამ არა  სავალდებულო) უმაღლესი განათლება; 
  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება(ანალოგიურ პოზიციაზე); 
  • დახასიათება წინა სამსახურიდან; 
  • ცნობა ნასამართლეობაზე; 
  • ცნობა ნარკოლოგიურიდან; 
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია. 
  • აუცილებელი პირობა: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა 

 

(კომპანიის წინაშე  თქვენი ვალდებულებების (არაკეთილსინდისიერი ქმედებით კომპანიისათვის მიყენებული ზიანის) უზრუნველსაყოფად, აუცილებელია იპოთეკით დაიტვირთოს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მინიმუმ 40 000 ლარის  ღირებულებით, რომლის  ამონაწერში ფიქსირდება რომ ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა). 

(თუ  თქვენს  სახელზე  არ ფიქსირდება ზემოთ ხსენებული საკუთრება, მისაღებია იპოთეკის გაფორმება სხვის (ნათესავის, ახლობლის) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) 

ზემოთ ხსენებული  გარიგება იდება საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის სრული დაცვით და აღინიშნება ხელშეკრულებაში, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის ისე თანამშრომლის  მხრიდან ნაკისრი მოვალეობების განუხრელ, გულმოდგინე და კეთილსინდისიერ შესრულებას. 

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი შეთანხმებული წესის დაცვით შეწყვეტს შრომით ხელშეკრულებას და ამ დროისათვის მას კომპანიის წინაშე ვალდებულება არ აღერიცხება, კომპანია ორი თვის შემდგომ უზრუნველყოფს დატვირთული ქონებისათვის იპოთეკის მოხსნას საჯარო რეესტრში. 

 

ძირითადი მოვალეობები - დისტრიბუტორი 

  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი; 
  • უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით; 
  • ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ; 
  • სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტიდან ამოღებული თანხა შეიტანოს სალაროში; 
  • უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი. 

 

ძირითადი მოვალეობები - პრისეილერი 

  • კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშუტის მიხედვით და შეკვეთების გაწერა; 
  • არსებული და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობი ჩამოყალიბება;; 
  • კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა; 
  • პროდუქციის განლაგება თაროზე, თაროს წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი; 
  • გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება; 

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებულ ანაღაურებას დამატებული გაყიდვებიდან მიბმული ბონუსი.     
  • პრისეილერის ანაზღაურება: 1500 ლარიდან ზევით 
  • დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1200 ლარიდან ზევით 

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის  ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება1 საათი 13:00ზე),  დასვენების დღე შაბათი-კვირა. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: batumi@orientltd.ge 

 

გაყიდვები
დისტრიბუცია,
პრისელერი