მიმტან-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
15 სექ - 14 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს. 

betlive.club აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-ოპერატორის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: მიმტანი-ოპერატორი 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას 
 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  •  მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება. 
  •  მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. 
  •  მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება. 
  •  ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
  •  სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  •  პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში; 
  •  საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება. 

 
 
 
საჭირო მოთხოვნები: 

  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  •  პუნქტუალურობა; 
  •  ყურადღება დეტალების მიმართ; 
  •  კომუნიკაბელურობა; 
  •  ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
  •  ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); 
  •  სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  •  სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
  •  დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი. 

 

betlive.club გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; 
  • Fitpass;  
  • დრესკოდის უზრუნველყოფას 
  • სამზარეულოს 
  • კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს; 
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას; 

 

 

 
 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და 800 ლარამდე ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე. 
 
 
 გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

კაზინო/აზარტული თამაშები
სლოტ ოპერატორი