ბიბლიოთეკარი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
19 სექ - 01 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2022 წლის 30 სექტემბრამდე აცხადებს ბიბლიოთეკარის ვაკანსიას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • წიგნებისა და სხვადასხვა სასწავლო მასალის რეგისტრაცია და აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
  • აკადემიის მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსის ბეჭდვა, კოპირება, ლამინირება, აკინძვა;
  • აკადემიის მასწავლებლებისთვის Ipad-ების და ლეპტოპების გაცემა-დაბრუნების მონიტორინგი;
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ბიბლიოთეკით მომსახურების წესების გაცნობა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
  • ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლების დახმარება საჭიროებისამებრ;
  • მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დისციპლინის უზრუნველყოფა სკოლის ავტობუსით ტრანსპორტირების დროს;
  • მთავარი ბიბლიოთეკარის სხვა დავალებების შესრულება.

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა.  სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ბიბლიოთეკარი".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.

ადმინისტრაცია
ბიბლიოთეკარი