აქსესუარების განაწილების ჯგუფის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
14 სექ - 14 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას აქსესუარების განაწილების ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (აკ. წერეთლის #1)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5 დღე კვირაში)

ერთი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლისა და განვითარების, გამოცდილება აუცილებელი არ არის, ჩვენ გასწავლით;
  •  კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის საწყობში დასაწყობება;
  •  აქსესუარების საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა.
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • დისციპლინირებული;
  •  ენერგიული;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,აქსესუარების განაწილების ჯგუფის თანამშრომელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი