ფინანსური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
14 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპიუტერული კომპანია “ულტრა” 15 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. შპს „ულტრა“ ადგილობრივ ბაზარზე წამოდგენილია: კორპორატიული და ონლაინ ( www.ultra.ge ) დეპარტამენტებით, ასევე, საცალი გაყიდვების ობიექტებით და სერვის ცენტრით.

კომპანია წარმოადგენს ისეთი მსოფლიო წამყვანი ბრენდების ავტორიზებულ პარტნიორს როგორიცაა: Dell, HP, Lenovo, Cisco, Canon, Lexmark, Ricoh . . .

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  კომპანიიის დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მათ შორის უცხოელი მომწოდებლების;
  •  მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება;
  •  პრობლემურ კლიენტებთან მუშაობა. პრობლემური ქეისების მოგვარება;
  •  მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  •  უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.

 

მოთხოვნები:

  •  ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ან იურიდიული მიმართულებით;
  •  საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩათვლება უპირატესობად;
  •  უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;
  •  Excel-ის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

უნარები:

  •  ეფექტური მოლაპარაკებების გამართვის უნარი
  •  მიზანდასახულობა
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი."

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალურ

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი