ელექტრო/მექანიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
15 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ს.ს. „ენერგონი“  აცხადებს  ვაკანსიას ელექტრო - მექანიკოსის პოზიციაზე  

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი გ.ცქიტიშვილის #2  

 

მის მოვალეობაში შევა: 

  • ექსპლუატაციამდე დანადგარების შემოწმება ვარგისიანობაზე 
  • დანადგარის დაზიანების შემთხვევაში სწორი დიაგნოსტიკა და დროული შეკეთება 
  • საჭიროების შემთხვევაში დეტალების შეკვეთა  
  • დანადგარების ელექტრო ინსტრუქციების გაცნობა (ხშირ შემთხვევაში რუსულ ენაზე)  
  • ზეთის დროულად შეცვლის აღრიცხვა/კონტროლი 

 

მუშაობა მოუწევს შემდეგ მოწყობილობებთან: 

  • დიზელ-გენერატორები 1კვ დან 500კვ-მდე  
  • ჰაერის კომრესორები, როგორც მობილური ასევე სტაციონალური   
  • წყლის ტუმბოები, როგორც შიდა წვის, ასევე 0 და 3 ფაზაზე მომუშავე 
  • ელექტრო სამშენებლო ინსტრუმენტები (პერფერატორი; კუთხსახეხი და ა.შ)   

 

კანდიდატს უნდა ჰქონდეს: 

  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • ელექტრო და შიდა წვის ძრავების დეტალების ცოდნა 
  • სამშენებლო ინსტრუმენტ-დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა  
  • საქმისადმი კეთილისინდისიერი დამოკიდებულება 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი 2022 წ. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც. 

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი