კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
19 სექ - 14 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „კატეგორიის მენეჯერის“ პოზიციაზე ადგილობრივი მომწოდებლების მიმართულებით, ქ. თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქტების მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა და ამისთვის აუცილებელი სამუშაოების დროული ჩატარება, მაგ.: შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეკვეთის დროული გაკეთება, მარაგების კონტროლი და ა.შ.
  •  კატეგორიაში ასორტიმენტის გაზრდა;
  •  ბაზრის კვლევა სხვადასხვა მიმართულებით: ასორტიმენტი, ფასი და ა.შ. და ბაზარზე არსებული კონკურენტი პროდუქტების შესწავლა;
  •  ფასწარმოქმნის პროცესის მართვა;
  •  მსხვილ მომხმარებლებთან პერიოდული ვიზიტი მათ საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით და დაგროვილი რეკლამაციების განხილვა;
  •  გამოვლენილ პრობლემებზე დროული რეაგირება და მათ შორის წუნდებული პროდუქციის მართვა (დაზიანებულ პროდუქტებზე მიზეზების მოკვლევა);
  •  ბაზარზე არსებულ მოსალოდნელი ცვლილებებზე, ინოვაციებზე, მიმდიანრე ტენდენციებზე და მოთხოვნად პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება-დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ახალ პროქდუქტებზე, ფასდათმობებზე და ა.შ.;
  •  გაყიდვების ქსელში პროდუქტების დროული განაწილების მონიტორინგი (მათ შორის კომპანიის შიგნით);
  •  მომხმარებლებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის პროდუქტებზე სწავლების ორგანიზება;
  •  გაყიდვების სტიმულირებისთვის, სხვა დეპარტამენტებთან ერთად, შესაბამისი ღონისძიებებისა და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  •  მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
  •  ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;

 

პიროვნული თვისებები:

  •  სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 14 ოქტომბერი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „კატეგორიის მენეჯერი”.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი