სატელეკომუნაკაციო ქსელის გაგრილების სისტემებისა და ენერგოუზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
24 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 07 73 73

შპს  „ სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს  ვაკანსიას სატელეკომუნაკაციო ქსელის გაგრილების სისტემებისა და ენერგოუზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორის  პოზიციაზე  ქ.თბილისში 

  

 სამუშაოს  აღწერილობა: 

  • პროგრამა CRM-ში  მუშაობა;  
  • თანამშრომელთა დასწრების ტაბელის წარმოება; 
  • სასამსახურე ავტომანქანებით მოსარგებლე თანამშრომლების/ბრიგადების    კონტროლი/ინფორმაციის ყოველდღიურად ასახვა  ექსელის ფაილში თუ რომელი ავტომანქანით ისარგებლა კონკრეტულმა თანამშრომელმა და გახარჯული საწვავის აღრიცხვა/კონტროლი; 
  • დავალებების შესრულებაზე დახარჯული დროის კონტროლის მიზნით, სამუშაოდ გასული ჯგუფების მიერ სამუშაოს დაწყება-დასრულების შესახებ ინფორმაციის  მიღება  და  ექსელის ფაილში აღრიცხვა; 
  • განყოფილების უფროსის/ქვეგანყოფილების უფროსის  დელეგირებით HR  SOFT-პროგრამაში პროცესების მართვა(საწვავის დანამატის, დროის აღრიცხვის, შვებულებების  და ბიულეტენების ინიცირება იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც წვდომა არ აქვთ კომპიუტერთან); 
  • თბილისის საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილების მიერ შესრულებული სამუშოების დოკუმენტაციის დაკომპლექტება (მიღება-ჩაბარების აქტები, განწესი და სხვა) დახარისხება  და  შესაბამის რგოლთან  გადაგზავნა; 
  • ჯგუფის უფროსების მიერ წარმოდგენილი გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების გადაგზავნა კონტრაქტორი კომპანიის  შესაბამის  სამსახურებთან; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით არატექნიკური შინაარსის  კორესპონდენციის  მართვა/ წერილების პროექტების მომზადება; 
  • განყოფილების ფარგლებში ჩატარებული თათბირების/შეხვედრების ოქმის შედგენა; 
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის  სერვერზე ატვირთვა;   
  • განყოფილებისათვის საჭირო სახარჯი მასალებით, ასევე  საკანცელარიო მასალით უზრუნველყოფა, მოთხოვნის ფორმის  მომზადება/გადაგზავნა შესაბამის სამსახურთან; 
  • თანამშრომლის მიერ გატანილი მასალის ზედნადებების აღრიცხვა და სერვერზე ატვირთვა; 
  • თანამშრომლის მიერ  წინა დღეს შესრულებული სამუშაოების  შესახებ განწესის სერვერზე ატვირთვა;  
  • განყოფილების მასშტაბით მიღება-ჩაბარების აქტების  და მპპ ნაშთების მონიტორინგი; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპერატორის   კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება; 
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო უფროსის დავალების შესრულება არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; 
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის  გაცნობა და მასში ასახული ინსტუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება; 
  • ამ თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება; 
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (Microsoft office) 
  • სასურველია სპეც.პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; 
  • დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვის ცოდნა;  
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის კულტურა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.

 ან დაგვიკავშრდით ნომერზე : +995 577 07 73 73 

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  ვერ  განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა. 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა