მეკაბელე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაA
24 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 07 73 73

შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს   ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში მეკაბელის პოზიციაზე ქ. თბილისი 

  • 09:00 საათზე  სპეციალური  სამუშაო ფორმით გამოცხადება, დადგენილი წესით, უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო  ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა და ხელმოწერით დადასტურება; 
  • ყოველდღიური ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის გაცნობა/შესრულება; 
  • უბნის უფროსის დავალებით, საკაბელო უბანზე დაზიანებული ტელეფონის ნომრების ხაზების  აღსადგენად დაზიანებების აღმოჩენა, დაზიანებული მონაკვეთის დაზუსტება და დაზიანებების დროული  აღმოფხვრა; 
  • დაზიანების აღმოფხვრის გადამოწმება ლოკალური ქსელის  თრაბელშუთერთან; 
  • დაზიანების აღმოფხვრის შესახებ ოპერატორის ინფორმირება  პროგრამა crm-ში დაზიანების განაცხადის დასახურად; 
  • ახალი აბონენტის ჩართვისას, გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის მონტაჟი; 
  • სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების წორად  გამოყენება  და მათი გამართულ მდგომარეობში შენახვა;  
  • ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების დაზიანების ან დაკარგვის  შემთხვევაში უშუალო ხელმძრვანელის ინფორმირება; 
  • მიმაგრებულ უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია; 
  • სამუშაო დღის მანძილზე  სმს_შეტყობინებით მიღებული დავალებების (სატელეფონო-საკაბელო ხაზის დაზიანებები/ახალი სატელეფონო-საკაბელო ხაზის მოკვლევები) შესრულება; 
  • ავარიების დროს,  დაზიანებების დამოუკიდებლად აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში უშუალო  უფროსის ინფორმირება; 
  • განმეორებითი დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, კაბელების გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების  შესრულება (საკაბელო ხაზზე შესაცვლელი მონაკვეთების დადგენა/უშუალო უფროსის ინფორმირება ჩასატარებელი შეეერთება-შედუღების სამუშაოების შესახებ); 
  • ტელეფონის მოხსნის/გაუქმების დროს გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის დემონტაჟი; 
  • მიმაგრებულ უბანზე არსებული სატელეფონო  ჭების დალაგება და მოწესრიგება; 
  • სამუშაო უბანზე პერიოდულად სატელეფონო  შახტების მდგომარეობის დათვალიერება,  საჭიროების შემთხვევაში კაბელების დალაგება/ მოწესრიგება. 
  • გამანაწილებელი კარადების დალაგება და შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება; 
  • ყოველდღიური განწესით დავალებული  სამუშაოების იმ დღესვე შესრულების ვადებულება; 
  • დავალებების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ წერილობით  განმარტების  წარმოდგენის ვალდებულება უბნის უფროსთან; 
  • მისი და  გარშემო მყოფთა  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში სამუშაოების წარმოებისგან თავის შეკავება/უბნის უფროსის ინფორმირება; 
  • ობიექტზე გასვლისას, ნებიმიერი დაზიანებისას, გარეშე პირის ან ორგანიზაციის მიერ კონტრაქტორი კომპანიების სატელეფონო კომუნიკაციის დაზიანების ან ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • სააბონენტო მოწყობილობების, საკაბელო ქსელის ექსპლუატაციის, შრომისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • ობიექტზე არსებულ ინსტრუმენტებსა და მასალებზე კონტროლი მათი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ინსტრუმენტებისა და მასალების  დაბინავება,  სპეც. ტანსაცმლის გამოცვლა და  სამუშაო ადგილის   დატოვება; 
  • მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა;  
  • გაუფრთხილებლობით ინსტრუმენტების დაზიანების/დაკარგვის  შემთხვევაში კომპანიის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მეკაბელის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება; 
  • საჭიორობის შემთხვევაში, არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის  გაცნობა და მასში ასახული ინსტუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება; 

 

2. დამატებითი  ვალდებულებები: 

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამსახურეობრივი  ავტომანქანის მართვის ვალდებულება; 
  • კომპანიის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილების/მოვლის ვალდებულება(პირადად უზრუნველყოფს ავტომანქანის გარეგან თუ შიდასალონის სისუფთავეს); 
  • ტრანსპორტის მოძრაობის მარშუტის და დროის ასახვა საგზურის ფურცელზე, ტრანსპორტის კოორდინატორისთვის  გადაცემა. 
  • სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის ან/და დაზიანების  შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;  გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ვალდებულება; 
  • საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება,სადაზღვეო კომპანიის შეტყობინება და შემთხვევის ადგილზე  საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება; 
  • პარკირების და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის საფასურის, ავტოსაგაზაო გადაცდომის  საფუძველზე  გამოწერილი ჯარიმების  კანონით გათვალისწინებულ  ვადაში გადახდის უზრუნველყოფა  და გადახდილი საჯარიმო ქვითრის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული საჯარიმო თანხის გადახდა არ წარმოებს  კომპანიაში მოქმედი სხვა  რეგულაციით.   

 

3.  შეზღუდვები : 

  • ეკრძალება ობიექტზე გასვლისას გარეშე პირებთან საუბარი მომსახურების ტარიფების, მასალების ფასების შესახებ და სხვა    მსგავსი თემატიკის საკითხებზე; 
  • ეკრძალება აბონენტისთვის საინფორმაციო ხასიათის მომსახურების გაწევა და ევალება მათი გადამისამართება   კონტრაქტორი კომპანიის საინფორმაციო  ცენტრში; 
  • ეკრძალება მისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მინდობილი კონფიდენციალური ინფორმაცია/მონაცემების გამჟღავნება; 
  • ეკრძალება პირადი ხელმძღვანელის გარეშე სხვა თანამშრომლის მითითებების შესრულება; 
  • ეკრძალება სხვა თანამშრომლის კომპეტენციებში ჩარევა.; 
  • ეკრძალება პირადი მოსაზრებით უშუალო ხელმძრვანელთან შეთანხმების გარეშე  სამუშაოების წარმოება, გარდა კანონით დადგენილი ფორს–მაჟორული სიტუაციებისა; 
  • ეკრძალება სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვება; 
  • ეკრძალება სამსახურეობრივი ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენება;  

 

4.კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები : 

4.1. სასურველი ტექნიკური  განათლება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით); 

  • მსგავს  პოზიციაზე  ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სახელმწიფო  ენის სრულყოფილად ფლობა; 
  • ელექტროწრედების პირველად პარამენტებზე ძირითადი ცნებების ცოდნა; 
  • ავტოსტრადებზე, რკინიგზაზე და მაღალი ძაბვის ელ.გადამცემ ხაზებზე საჰაერო გადასასვლელების მოწყობის, მათგან სატელეფონო კომუნიკაციის და კაბელის დაცილების ზღვრული მანძილის ცოდნა; 
  • კაბელის ჩადების/მონტაჟის/შეერთების ცოდნა.  
  • დამაბოლოებელი მოწყობილობების/ქსელის მოწყობილობების ცოდნა; 
  • ნახაზების  წაკითხვის გამოცდილება; 
  • ქსელის მოწყობის გამოცდილება; 
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება; 
  • მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი; 
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელობა; 
  • ორგანიზებულობა/პასუხისმგებლობა; 
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; 

 

თანამდებობისთვის  გამოყოფილი აღჭურვილობა/ინვენტარი: 

  • ხელსასამუშაო სპეც.ტანსაცმელი(ბრენდირებული ჟილეტი /ქურთუკი ან/და მაისური, ჩაფხუტი, უსაფრთხო ფეხსაცმელი. თანამდებობისთვის საჭირო სხვა  ინვენტარი/სამუშაო წყოები(ADSL ტესტერი; ბრტყელტუჩა; სახრახნისი; მკვნეტარა; დანა კაბელის სათლელი; ინდიკატორი) 

 

 ბენეფიტები:  

  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • თანამდებობრივად განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი 

 

მეკაბელემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქცია. მოცემული მოთხოვნების უგულებელყოფა და მათგან გადახვევა განიხილება სამუშაო დისციპლინის დარღვევად და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ზომების გამოყენებას კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან.  

მე --------------------------------------------------------------------------- დეტალურად გავეცანი და გავიგე თანამდებობრივი ინსტრუქციით დადგენილი  სახელმძღვანელო დოკუმეტაცია და  ამავე თანამდებობრივში  აღწერილი ფუნქცია/მოვალეობები.    

 ვაცნობიერებ, რომ მასში მოცემული მოთხოვნების იგნორიების შემთხვევაში შპს „სერვისე ნეტ გრუპის“ მენეჯმენტმა შესაძლოა მიმართოს ადმინისტრაციულ ზომებს, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებას.  

თანამდებობრივ  ინსტრუქციას   ვეთანხმები, რასაც ვადასტურებ საკუთარი ხელმოწერით: 

ხელმოწერა: ________________________ 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე:  vacancy@servicenetgroup.ge 2022  წლის   14 ოქტომბრის ჩათვლით.

 ან დაგვიკავშრდით ნომერზე : +995 577 07 73 73 

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა. 

 

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება