საწყობის  საოპერაციო თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
14 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი აცხადებს ვაკანსიას საწყობის  საოპერაციო თანამშრომლის პოზიციაზე

 

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება: 

  • შიდა გადაადგილებების მითვლა, მიღება და შემოწმება; 
  • ადგილობრივი მომწოდებლების ტვირთების მითვლა, მიღება და შემოწმება; 
  • საჭიროებისამებრ ბარკოდების პროდუქციაზე დაკვრა; 
  • მიღებული პროდუქციის საწყობის თაროებზე რაციონალური განლაგება; 
  • შეკვეთების შემგროვებლებისთვის დახმარების გაწევა; 
  • წუნდებული პროდუქციის გადათვლა და ცენტრალურ საწყობში გადასაადგილებლად გამზადება; 
  • ნებისმიერი სხვა გადაადგილებების გადათვლა და გადასაადგილებლად გამზადება; 
  • ჰიპერმარკეტის საწყობიდან ნებისმიერი გადასაადგილებელი პროდუქციის  დატვირთვა.  

 

შენგან ჩვენ გვჭირდება: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იქნება; 
  • 1C პროგრამის ცოდნა სასურველია.  

 

ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება: 

  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა;  
  • სტრესული გარემოების მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარე; 
  • ფიზიკური უნარები. 

 

კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.  

ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.  

თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:  

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.  

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებებს!   

 
 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი