გაყიდვების მენეჯერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
14 სექ - 14 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მეორადი ავტომობილების ლიზინგის მიმართულებით

 

მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები

  • გაყიდვების მიზნით კლიენტების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება;
  • დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
  • დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
  • განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
  • პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
საბანკო
ლიზინგი