ადმინისტრატორი /ბელბოი/შვეიცარი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული,ინგლისური
14 სექ - 14 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო მარჯან პლაზა Front Office დეპარტამენტში  აცხადებს ვაკანსიებს   შემდეგ პოზიციებზე:

ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი)
ბელბოი/შვეიცარი
 
 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე 

 

ადმინისტრატორის ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომსახურებების  სისტემური აღრიცხვა; 
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება; 
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; 
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად; 
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. 

 

ბელბოის ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მიესალმოს სტუმრებს, შეიტანოს მათი ბარგი სასტუმროში და მიაცილოს ისინი სასტუმროს ოთახამდე;
  • გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, ასწავლოს სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება, აუხსნას ოთახების თავისებურებები;
  • უზრუნველყოს ჩამოსული/ მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათნადოდ შენახვა;
  • დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ;

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@marjanplaza.ge თემატური პოზიციის დასახელების მითითებით.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa),
შვეიცარი (ბელბოი)