ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული,ინგლისური
14 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მისტერ მასტერი“ უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე,  სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.   საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge  .  https://www.facebook.com/mrmaster.ge/

 

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს  ვაკანსიას  ქოლ -  ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა : თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24

სამუშაო გრაფიკი : კვირაში ხუთი დღე; 

ანაზღაურება : ხელზე  600 ლარი +  ბონუსი (100-150 ლარამდე)


 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ   დაზღვევას;
  • სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
  • სასურველია,  ინგლისური ან რუსული ენის  სასაუბრო დონეზე ცოდნა; 

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
  • კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
  • მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;  
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;

 

დაინტერესების შემთხვევაში   გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე  - HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  „ქოლ -ცენტრის ოპერატორი „ 

„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი