სერვის-დესკის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას  სერვის-დესკის ოპერატორის პოზიციაზე
 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კომპანიის შიდა პროგრამების მონიტორინგი;
  •  შემომავალი კორესპონდენციის მართვა და კოორდინირება;


მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური ძალიან კარგად;
  •  შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  •  ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.


ხელფასის ოდენობა: 800 ლარი
 

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" გთავაზობთ:

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას, სატელეფონო საუბრის ულიმიტო პაკეტს;
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი